ფინეთის პრეზიდენტი - ვაშინგტონმა პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს

ვაშინგტონმა პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დონალდ ტრამპი ან სტაფილოს მეთოდს იყენებს ან ჯოხის. სტაფილოს მეთოდის გამოყენება ალასკაზე და პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს სცადა. როდესაც მიხვდა, რომ რუსები მშვიდობით არ არიან დაინტერესებულები, მან ჯოხის მეთოდის გამოყენება არჩია. ახლა ჯოხის მეთოდის რეჟიმში ვართ. შემდეგი ნაბიჯი აშშ-ის სენატში სანქციების პაკეტი უნდა იყოს“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

ასევე, კითხვაზე, ევროპამ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირი უნდა დაამყაროს თუ არა, სტუბმა უპასუხა, რომ ეს „კოორდინირებული უნდა იყოს“.

„როდესაც ეს მომენტი მოვა და ეს გარკვეულ ეტაპზე მოხდება, მაშინ იგი კოორდინირებული უნდა იყოს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი