ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, გარდა ამისა, ისაუბრებენ შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირებულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე.

„მთავარ განსახილველ საკითხს ამ შეხვედრაზე წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი. გარდა ამისა, ვისაუბრებთ შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირებულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და ასევე ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 13 ფაქტი დაფიქსირდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი პოზიცია პოლიციის სტაციონარულ საგუშაგოსთან დაკავშირებით. ეს პოზიცია უცვლელია. აღნიშნული სტაციონარული პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციოა აღჭურვილობით. წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ თუნდაც თეორიულად, შეიძლება, ეს პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს“, - აღნიშნავს ირაკლი ანთაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება