თაზო დათუნაშვილი - ანაკლიის კონსორციუმმა ტენდერში, 12 მონაწილეს შორის  გაიმარჯვა, რა ტენდერში გაიმარჯვეს არაბებმა? ანაკლიის პროექტის პირობები ცნობილი იყო, არაბულ კონტაქტზე რა ვიცით? ასე რომ დაეცვათ ანაკლიის პროექტი,  დღეს პორტი იქნებოდა

ე.წ. ხელისუფლების მხრიდან არაბული კომპანიის შედარება ანაკლიის პორტის პროექტთან არის კომიკური, დანაშაულებრივი და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ანაკლიის ტენდერის პირობები წინასწარ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, მაშინ, როცა არაბულ მხარესთან დადებული კონტაქტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

„შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ანაკლიის საპორტო პროექტი, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია საქართველოს გეოპოლიტიკურ და ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენს საერთაშორისო როლთან, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან. მეორე მხრივ, ამას შეადარო დეველოპერული პროექტი ბუნდოვანი კონტრაქტით, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას და რა წარმომავლობის არის საერთოდ ეს ინვესტიცია. კონსორციუმმა ღიად გამოცხადებული ტენდერის პირობებში 12 მონაწილისგან გამორჩეულად გაიმარჯვა და გახდა კონტრაქტორი პორტის მშენებლობის შემთხვევაში. რა ტენდერში გაიმარჯვეს არაბებმა? არავითარში. ანაკლიის ტენდერის პირობები წინასწარ იყო ცნობილი მთელი საზოგადოებისთვის, არაბულ მხარესთან დადებულ კონტაქტში რა არის ცნობილი? საერთოდ არაფერი. ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული პროექტის მიხედვით, პორტის 100 % გადაეცემოდა საბოლოოდ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. არაბულ პროექტთან დაკავშირებით კონტრაქტი გასაიდუმლოებულია. არ ვიცი, რა იქნება რეალური სარგებელი, არ ვიცით, სახელმწიფოს რეალური მოგება რა არის, რეალური ინვესტიცია რა მოცულობისაა. ამ კომპანიის მიერ დაზუსტებით ვიცით, რომ მიწის და იქ განთავსებული სახლების მინიმუმ 60% გასხვისებული იქნება უცხოელებზე, მათ შორის არაბებზე.

ასე რომ დაეცვათ ანაკლიის პროექტი და ამერიკული ინვესტიცია ამ ქვეყანაში, დღეს ანაკლიაში პორტიც იქნებოდა, ქალაქი ანაკლიაც და ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ექნებოდა უსაფრთხოების მყარი გარანტიები“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ცნობით, საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.

„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება