ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი - აშშ და რუსეთი პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ

აშშ და რუსეთი პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ თვეში ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა განიხილა.

„რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირს, ასევე ტრამპის გუნდის წევრებს შევხვდი ჰუმანიტარული ხასიათის ზოგიერთი საკითხის განხილვის მიზნით, როგორიც პატიმრების შესაძლო გაცვლაა, რაზეც აშშ მუშაობს“, - განაცხადა დმიტრიევმა.

ამასთან, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი იმედოვნებს, რომ პატიმრების გაცვლა მხარეებს შორის უფრო მეტ ნდობას შექმნის.

Axios-ი წერს, რომ რუსეთში, სულ მცირე, რვა ამერიკელია დაკავებული.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებები პოზიტიური იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა არ მომხდარა.

„აშშ ნებისმიერი დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას მიესალმება“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი