მარტა კოსი - ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ მათი არსებობა არ დავაზიანოთ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ „ახლა ეს ძალიან რთულია“.

„რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია [ვაგრძელებთ], მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობდა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“,- განაცხადა ევროკომისარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს