მარგუს ცაჰკნა - რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია!

რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჰელსინკის კომისიაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინ ვიყავი. იქ არჩევნებამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიმყოფებოდი. მე ქართველი ხალხის დიდი მზადყოფნა ვნახე. ისინი იმ დროს ჯერ კიდევ თვლიდნენ, რომ ხელისუფლება დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ დაპირებას შეასრულებდა, მაგრამ ეს დაპირება მნიშნვნელოვნად დაირღვა“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, ესტონელი ხალხი ქართველ ხალხთან „ძალიან ახლოს არის“.

„ჩვენ მათ რეფორმებს მხარს ვუჭერდით. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ. ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ. ეს ძალიან საშიშია. ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება