გია ვოლსკი - EPP-იმ რეზოლუცია მიიღოო ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია, მავნებლობის სხვა ფორმაა ეს, „ნოუჰაუ“ - გიგი წერეთელი თინა ბოკუჩავად და ლევან ხაბეიშვილად გადაიქცა

რეზოლუცია მიიღოო, ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია - ალბათ, გამოცდილმა გიგი წერეთელმა გაუზიარა თავისი ცოდნა შედარებით ახალგაზრდა თაობას, უბრალოდ, არ ეკადრება. სირცხვილია! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადება, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

მისი თქმით, გიგი წერეთელითინა ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი გახდა“.

„EPP-მ რეზოლუცია მიიღო და ეუთო-ს ფორმატში მიღებულია რეზოლუცია - ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია. მავნებლობის სხვა ფორმაა, აბსოლუტურად ახალი, „ნოუჰაუ“. ალბათ, გამოცდილმა გიგი წერეთელმა გაუზიარა თავისი ცოდნა შედარებით ახალგაზრდა თაობას. გიგი წერეთელი დიდი ხანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში მუშაობს და ალბათ, იცის ეს ფანდები, როგორ შეაცდინოს ქართული საზოგადოება. უბრალოდ, არ ეკადრება. სირცხვილია. სირცხვილია განსაკუთრებით გიგი წერეთელისგან. სხვა წონა აქვს მას, მოუხედავად მისი ოპოზიციური შეხედულებებისა. მის მიმართ განწყობა ყოველთვის იყო, რომ მწვავე ოპოზიციონერია, მაგრამ სერიოზული ადამიანი და ასეთ მავნე ქმედებებს არ ჩაიდენს. დაეშვა, გადავიდა, თინა ბოკუჩავა და ლევან ხაბეიშვილი გახდა გიგი წერეთელი, გადაიქცა [ბოკუჩავად და ხაბეიშვილად] “,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება