ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირის, მათ შორის ძმებ მიქაძეების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირის, მათ შორის ძმებ მიქაძეების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩა.

უფრო კონკრეტულად, საქმეში ბრალდებულები არიან ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი ჯოხაძე. ამათგან დაკავებულია მხოლოდ სამი პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე. დანარჩენი ორი - დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი კვლავ ძებნაში იმყოფება.

დღევანდელ პროცესს დაკავებული სამი პირიდან ესწრებოდა ორი ბრალდებული: გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე. რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, ის სხდომას არ დასწრებია, რადგან სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა.

ბრალდების მხარე ხუთივე პრის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. როგორც პროკურომა სხდომაზე განაცხადა, „ბრალდებულებმა შესაძლოა ჩაიდიდნონ ახალი დანაშაულებრივი ქმედება, ასევე თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მოახდინონ მოწმეებზე ზემოქმედება, ვინაიდან მათთვის ცნობილია მოწმეთა ბაზა“.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ძმები მიქაძეების ერთ-ერთი ადვოკატის, ჯიმა ხაბაზის განმარტებით, ბრალდებულთა წინააღმდეგ საქმეში დევს კონსტანტინე მორგოშიას ჩვენება, რომელიც „ჭორებზეა დაფუძნებული“.

რაც შეეხება შუამდგომლობებს, მათ ბრალდებულთა მხრიდან მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები გამორიცხეს. ასევე, ძმები მიქაძეების ადვოკატებმა სასამართლოს 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართეს. მათი თქმით, ძმები მიქაძეების დანაშაული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც არ დგინდება და შესაბამისად, ისინი არ უნდა იყვნენ პატიმრობაში. ადვოკატის თქმით, გიორგი მიქაძე უკანონი პატიმრობაში იმყოფება, რადგანაც დადგენილი არ არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთი.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა სასამართლოს 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. გიორგი კაჭკაშაშვილის ადვოკატმა 20 000, ხოლო მამუკა ბაღდავაძის ადვოკატმა 50 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებით მიმართა სასამართლოს.

თუმცა, მოსამართლე ნანა შამათავამ არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ხუთივე პირის აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ძლაში დატოვა.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით 3 პირი - გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი დააკავეს. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადდებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო