ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება - ის სავარაუდოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება

თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ჭოლაძე 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.

გიორგი ჭოლაძეს შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ - მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მძიმე საუბარი შედგა მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრს შორის“.

„რბილად ვიტყვი, ბახტაძე საყვედურობდა გახარიას, რატომ გააკეთა ეს, რა ხდებოდა“,- აღნიშნა ჭოლაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება