სილქ ბანკის სპეციალური შეთავაზება: ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი სადეპოზიტო სერტიფიკატზე

სილქ ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ფინანსურად მომგებიანი პროდუქტების შეთავაზებას.

მიმდინარე აქციის ფარგლებში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ სადეპოზიტო სერტიფიკატი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით — ეფექტურ 14.37%-მდე ლარში. მიმდინარე შეთავაზება მოქმედებს 1-ელი დეკემბრის ჩათვლით.

სილქ ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი, თავისი არსით, არის უსაფრთხო და სტაბილური საინვესტიციო პროდუქტი. მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი იღებს ფიქსირებულად გარანტირებულ სარგებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ დეპოზიტარისთვის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო შემოსავალი — პროგნოზირებადი.

ეს პროდუქტი იდეალური გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც, პირველ რიგში, აფასებს ფინანსურ სტაბილურობას, რადგან სადეპოზიტო სერტიფიკატი დაზღვეულია, რაც მომხმარებლის დეპოზიტის სრულ უსაფრთხოებას განაპირობებს.

გარდა მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, სილქ ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელები სარგებლობენ დამატებითი მოქნილობითაც: მათ აქვთ სერტიფიკატის გადაცემის ან გაყიდვის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ლიკვიდურობის თვალსაზრისით.

პროდუქტის შეძენა მაქსიმალურად გამარტივებულია. დეპოზიტის გახსნა შესაძლებელია პირდაპირ Silk მობაილბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად. ხოლო თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება ან პირადი კონსულტაცია გსურთ, დარეკეთ ნომერზე 032 2242 242 ან ეწვიეთ სილქ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება