კონგრესმა ჯეფრი ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ავალდებულებს, გამოაქვეყნოს მასალები სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის შესახებ. კანონპროექტი სენატიდან პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს იმისთვის, რომ კანონროექტი კანონად იქცეს.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 427 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატმა კი ერთხმად, დაჩქარებული წესით, ფორმალური კენჭისყრის გარეშე მიიღო.

კანონპროექტი გენერალურ პროკურორ პემ ბონდის ავალდებულებს, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოაქვეყნოს ეპშტეინთან და მის თანამოაზრე გისლეინ მაქსველთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო ჩანაწერი, დოკუმენტი, კომუნიკაცია და საგამოძიებო მასალა, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" არ ადევს.

ეს მასალები მოიცავს იუსტიციის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციებს, ფრენის ჩანაწერებს და ეპშტეინთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. თუმცა, კანონპროექტი ასევე ბონდის აძლევს უფლებამოსილებას, დამალოს ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გამოძიებას ან რომელიმე მსხვერპლის იდენტიფიცირებას მოახდენს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, ხმა მიეცა ჩანაწერების გამოქვეყნებისთვის. გასულ კვირას, ტრამპი და მისი კავშირები ეპშტეინთან კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა დოკუმენტის 20 000-ზე მეტი გვერდი დოკუმენტი, რომლის ნაწილში პრეზიდენტიც იყო ნახსენები.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ის ციხეში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს