აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 105 მილიონი დოლარის ღირებულების Patriot-ის ტიპის სისტემების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამხმარე საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 105 მილიონი დოლარია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საჭირო სერტიფიცირება უზრუნველყო და აშშ-ის კონგრესს აცნობა.

დეპარტამენტის განცხადებაში ასევე დაზუსტებულია უკრაინის მიერ მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების სია.

„M901 გამშვები მოწყობილობების M903 კონფიგურაციამდე განახლება. კლასიფიცირებული და არაკლასიფიცირებული დადგენილი ტვირთის სიები და სახმელეთო მხარდაჭერის აღჭურვილობის ავტორიზებული მარაგების სიები; სხვა აუცილებელი მომსახურება, დამხმარე საშუალებები, სათადარიგო ნაწილები, მხარდაჭერა, ტრენინგი და აქსესუარები; და ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სხვა დაკავშირებული ელემენტები. სავარაუდო საერთო ღირებულება 105 მილიონი აშშ დოლარია“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შეთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს.

აშშ-ის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ იარაღის გაყიდვის განსახორციელებლად, შეერთებულმა შტატებმა აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორების წარმომადგენლები ევროპის საბრძოლო სარდლობაში უნდა განათავსოს მხარდაჭერისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად.

„შემოთავაზებული გაყიდვისთვის საჭირო იქნება აშშ-ის მთავრობის დაახლოებით ხუთი დამატებითი წარმომადგენლისა და აშშ-ის 15 კონტრაქტორის განლაგება ევროპის საბრძოლო სარდლობაში ერთ თვემდე ვადით, წვრთნებისა და პერიოდული შეხვედრების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის