მიხეილ სააკაშვილი - რასაც დღეს ვუყურებთ, ჟარგონზე ჰქვია Безпредел - ივანიშვილმა საქართველოს ჩამოაჭრა 1/3 ემიგრანტების სახით და როცა ამ ყასბურ სამუშაოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს - კარგი ისაა, რომ „ბესპრედელი“ დიდხანს არასდროს გრძელდება

ის, რასაც ვუყურებთ დღეს, არის კლასიკური მოდელი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ სრულიად უკონტროლო სისტემები. ამათ ჟარგონზე ჰქვიათ Безпредел,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ბესპრედელი“ დიდხანს არასდროს გრძელდება.

„რუსეთმა ეს გამოიყენა საერთაშორისო სისტემის დანგრევისთვის, შიდა Безпредел-თვის და ომისთვის.

საერთაშორისო სისტემის მოშლის ხვრელში გაძვრა ბევრი სხვა წვრილფეხა რეჟიმი, როგორიცაა ვენესუელა, რამდენიმე აფრიკული რეჟიმი და ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ თიშავს მისგან დამოუკიდებელ არხებს, რომ პირდაპირ ეთერში გვაყურებინოს ქართული სახელმწიფოს დაკვლა.

აი, გუშინწინაც საქართველოს ჩამოაჭრა მისი 1/3, ემიგრანტების სახით. როცა ამ ყასბურ სამუშოს დაასრულებს, არხებსაც გათიშავს და მთლიანად ნაქვეყანარში დაისადგურებს სიბნელე. უნდა ვიბრძოლოთ! კარგი ამბავი ისაა, რომ „ბესპრედელი“ დიდხანს არასდროს გრძელდება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება