მედია - პოლონეთმა აშშ-ს რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამოძიებაში დახმარება სთხოვა

პოლონეთმა რკინიგზაზე განხორციელებული დივერსიის გამოძიებაში აშშ-ს დახმარება სთხოვა და ამ მიზნით კონტაქტის არხები დამყარდა, - ინფორმაციას RMF24 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ პოლონეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა გასულ შაბათ-კვირას ვარშავა-ლუბლინის რკინიგზაზე მომხდარი ორი ინციდენტი განიხილეს, რასაც პოლონეთი დივერსიულ აქტებად მიიჩნევს, რომელშიც რუსეთის კვალს ხედავს.

18 ნოემბერს, სეიმში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გამომძიებლების ვარაუდით, პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია უკრაინის ორმა მოქალაქემ განახორციელა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ისინი პოლონეთში ბელარუსიდან შევიდნენ და დივერსიის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოახერხეს.

ტუსკის თქმით, პოლონეთი ეჭვმიტანილების დაკავებას და ექსტრადიციას მოითხოვდა.

ცნობისთვის, ვარშავა-ლუბლინის რკინიგზის ის მონაკვეთი, სადაც დივერსია მოხდა, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი