დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმება გააფორმა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საუდის არაბეთის ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის ოფიციალურად გამოცხადებით ჩვენს შორის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაგვყავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა და მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთი აშშ-ში 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს