„საქსტატი“ - 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 831.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტით მეტია

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 831.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 835.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 6.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 995.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, 9 159.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

„2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 233.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (743.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (608.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2 271.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (2 265.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 620.2 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 536.2 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 343.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 145.9 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 287.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 291.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 230.1 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 152.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 098.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 559.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ