რუმინეთმა და პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგეს

რუმინეთმა უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს, საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის, ცაში გამანადგურებლები განალაგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დრონი დააფიქსირეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის საჰაერო ბაზიდან, Eurofighter Typhoon-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა, რათა რუსეთის საჰაერო დარტყმების შემდეგ უკრაინასთან საზღვარზე საჰაერო სიტუაციას დაკვირვებოდა.

ამასთან, ტულჩას ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. რადარებმა მალევე დააფიქსირეს დრონის სიგნალი, რომელიც, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით შევიდა, სადაც რადარებიდან გაქრა.

სამხედროების ცნობით, დრონი რადარზე პერიოდულად ჩნდებოდა დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში, მოლდოვას სოფელ კოლიბაშიდან რუმინეთის სოფელ ფოლტეშტამდე, შემდეგ კი ოანჩას რაიონში.

საჰაერო განგაში გამოცხადდა გალაცის ჩრდილოეთ ნაწილშიც. ამის შემდეგ, ცაში რუმინეთის საჰაერო ძალების კიდევ ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი აფრინდა.

ამასთან, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს თვითმფრინავები პოლონეთმაც განალაგა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ