„ერთად სინათლის საძიებლად“ - ამ ლოზუნგით მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართება, რომლის დაპატიმრებიდან დღეს ერთი წელი გახდა

„ერთად სინათლის საძიებლად“ - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართება.

მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე ჩავლენ, იმ ადგილას, სადაც მათე დევიძე დააკავეს.

მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მათე დევიძის დაპატიმრებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს