დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა - საკონსულოს დახურვა საღ აზრს არ უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა.

„ალბათ, ამ დეგრადაციის გამოვლინებაა, პოლონეთის ხელისუფლების სურვილი, ნულამდე შეამციროს საკონსულო ან დიპლომატიური ურთიერთობების ნებისმიერი შესაძლებლობა,“ - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, პოლონეთის გადაწყვეტილება რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ არანაირად არ არის დაკავშირებული საღ აზრთან.

„აქ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საღ აზრთან“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს