პეტრე ცისკარიშვილი - ბრიუსელი შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე არ წავიდოდა და საქართველოსთან დაგეგმილი დიალოგი ამიტომ გააუქმა

შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა შეხვედრა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს ეუბნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ესაუბროს „ქართულ ოცნებას“ და დიალოგი უნდა გააგრძელოს.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი დასავლეთისგან ჯიუტად ითხოვს, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს ისეთივე, როგორიც, მაგალითად, ცენტრალური აზიის მიმართ, სადაც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატია არ ჰყვავის. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და ეს უხეში პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩამოვიყვანთ დასანქცირებულ პირს, დავსვამთ მოლაპარაკების მაგიდასთან, არ გვექნება დემოკრატია, დავარღვევთ ადამიანის უფლებებს, გავაყალბებთ უფლებებს, მაგრამ თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ გჭირდებათ შუა დერეფანი, ეს რეგიონი - სამხრეთ კავკასია, არალეგიტიმურ „ქოცურ“ მთავრობასთან დიალოგი უნდა გააგრძელოთ. ამის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია ის, რომ არა ღირებულებით საერთო სისტემაში და თანხვედრაში ვართ ბრიუსელთან და აშშ-სთან, არამედ ამ მოთხოვნის აღსრულებას და შესრულებას ითხოვს „ქართული ოცნება“ დასავლეთისგან და ბრიუსელისგან. რა თქმა უნდა, ასეთ შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ