ალტე უნივერსიტეტის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი - „NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ – „Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორისაა

ზუგდიდში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი - NASA International Space Apps Challenge 2025 გაიმართა. ღონისძიება მონაწილეებს 4–5 ოქტომბერს მასპინძლობდა.

ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი - “Skill Issue“ გახდა, რომელიც გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა! მათი პროექტი „Sateliko“, მსოფლიოს მასშტაბით, 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა.

ზუგდიდის გუნდმა იმუშავა გამოწვევაზე - “Commercializing Low Earth Orbit (LEO)” და შექმნა ინოვაციური პროტოტიპი - „Sateliko“. ეს არის დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო, რომელიც ხელახალი გამოყენების ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას ქმნის. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ დაბალი ორბიტა რაკეტის გაშვების საჭიროების გარეშე.

გუნდის Skill Issue წევრები არიან:

  • დავით ტატუნაშვილი
  • ანი ხარზიანი
  • ლაზარე ჩაჩუა
  • გუგა მუჩიაშვილი
  • ალექსანდრე მუჯირი
  • ანტონ სვარიჩევსკი

ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდს მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის ლექტორები - გიორგი თაყაძე და გიორგი გრიგოლია და იდეის განვითარებისა და პროტოტიპის შედგენის პროცესში ეხმარებოდნენ.

Space Apps Challenge არის ყოველწლიური გლობალური ინოვაციური პროექტი, რომელსაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA უწევს ორგანიზებას. ჰაკათონში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

2025 წლის ჰაკათონის თემა იყო - “Learn, Launch, Lead!” და ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად, სადაც ინოვაციური იდეები რეალურ გამოწვევებზე მუშაობით ყალიბდება.

ალტე უნივერსიტეტი “Skill Issue“- ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების შეთავაზებას.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს