ალექსანდრე დარახველიძე - ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა წარადგინა.

„15კმ/სთ-დან - 40კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე 50-ლარიანი ჯარიმაა და აქ გვაქვს 1.5 მლნ-ზე მეტი ერთეული ჯარიმა. 40კმ/სთ-დან ზევით გადაჭარბება ისჯება 300-ლარიანი ჯარიმით, სადაც 150-200 ათასი ერთეული ჯარიმა გვაქვს ანუ სადაც მაღალია, ამ შემთხვევაში, ნაკლებია დარღვევები, სადაც დაბალია, ჯარიმა, იქ მეტია. ლოგიკა გვაქვს. ავარიებში გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება არის პირველ ადგილზე. ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ უკვე მომხდარი ავარიის შემდეგ, იქ ხდება გაანალიზება რამ გამოიწვია ავარია. ერთ-ერთი პირველი არის სიჩქარის გადაჭარბება და მანევრირების წესის დარღვევა. უშუალოდ სიჩქარის ჩაშლა არ კეთდება, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მომხდარი ავარიაა“, - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს