ალექსანდრე დარახველიძე - ჯარიმები არა შსს-ს ბიუჯეტში, არამედ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის, ამიტომ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს - ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები

ჩვენი მთავარი მიზანი არის არა ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, არამედ, ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა წარადგინა.

დარახველიძის განმარტებით ჯარიმების გაზრდის მთავარი ინტერესია, არ მოხდეს ავარიები გზებზე.

„თუკი პარლამენტის მოსაზრებაა, რომ რომელიმე ჯარიმა არის არაადეკვატური, ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ არც ერთი ამოღებული ჯარიმა არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, ეს მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე ნაწილდება. შესაბამისად, ჩვენ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები“,- განაცხადა დარახველიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი