ალექსანდრე დარახველიძე - შსს ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეული ნარკოდამნაშავე კანონის წინაშე წარსდგეს და უმკაცრესად აგოს პასუხი

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ნარკოდამნაშავე კანონის წინაშე წარსდგეს და პასუხი უმკაცრესად აგოს.

როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, პირები, რომლებიც საზოგადოებას წამლავენ, მიიღებენ ადეკვატურ სასჯელს.

„რაც შეეხება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, შსს-ს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. შსს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ნარკოდამნაშავე კანონის წინაშე წარსდგეს და მან უმკაცრესად აგოს პასუხი, როგორც ნარკორეალიზაციისთვის, ასევე სხვა დანაშაულისთვის. საქართველოს პარლამენტმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და ჩვენ ეფექტურად აღვასრულებთ პრაქტიკაში. ყოველდღიურად ვხედავ იმ ათობით დაკავებულ ნარკოგამსაღებელს, რომლებიც წამლავენ ჩვენ საზოგადოებას და ისინი მიიღებენ ადეკვატურ სასჯელს იმისთვის, რომ მათ მსგავსი ქმედება აღარ გაიმეორონ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი