დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსული სადაზვერვო გემი Yantar-ი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების ნაპირზე იმყოფება - რუსეთისთვის და პუტინისთვის ჩემი გზავნილია: გაკვირდებით და თუ Yantar-ი სამხრეთისკენ გადაადგილდება, ჩვენ მზად ვართ

ბრიტანელი მფრინავები ჩვენს ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსულ სადაზვერვო გემს აკვირდებოდნენ, როდესაც მათ გემიდან ლაზერები მიანათეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

„რუსული სადაზვერვო გემი Yantar-ი შოტლანდიის ჩრდილოეთით, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების ნაპირზე იმყოფება. ეს გემი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და წყალქვეშა კაბელების რუკის შედგენის მიზნით არის შექმნილი“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული „გემის მოძრაობის დაკვირვების მიზნით სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები გაგზავნა, რა დროსაც გემიდან მფრინავებისკენ ლაზერები მიმართეს“.

ჯონ ჰილიმ რუსული გემის მოქმედებას „სახიფათო“ უწოდა.

„წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეს გემი გაერთიანებული სამეფოს წყლებში იმყოფება. ამიტომ, რუსეთისთვის და პუტინისთვის ჩემი გზავნილი ასეთია: გაკვირდებით, ვიცით რასაც აკეთებთ და თუ Yantar-ი მიმდინარე კვირაში სამხრეთისკენ გადაადგილდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი