გიორგი ტყემალაძე - 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება 111 ვაგონის შემოსვლა, ვმუშაობთ იმაზეც, რომ 2 ახალი მეტროსადგურის პროექტირება დავიწყოთ - ასევე, იმედია, დამატებით 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის შესაძლებლობა გვექნება

ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება მეტროს 111 ვაგონის მიღება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ასევე განახორციელებენ მუშაობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე.

„მეტროს ვაგონების შესყიდვას რაც შეეხება, გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება და 2026 წლიდან უკვე ეტაპობრივად დაიწყება 111 ვაგონის შემოსვლა, რომლის ხელშეკრულება გაფორმებულია. ასევე მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიზნით გვაქვს სასესხო ხელშეკრულება და ამ პროექტსაც განვახორციელებთ.

ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ პროექტირებაზე სამუშაოები, რომელიც 2 ახალ მეტროსადგურს ეხება. იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა რომ 200 ერთეული დამატებით 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა განვახორციელოთ“,- აღნიშნა ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს