თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსებისა და შშმ პირთა ერთჯერადი დახმარების გაზრდაა გათვალისწინებული

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსებისა და შშმ პირთა ერთჯერადი დახმარების გაზრდა.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 მილიონ 944 ათასი ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 50 მილიონ 91 ათასი ლარით მეტია.

„2026 წლის ბიუჯეტით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 მილიონ 944 ათასი ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 50 მილიონ 91 ათასი ლარით მეტია. მათი წილი ბიუჯეტში შეადგენს 28%-ს. ჯანდაცვის მიმართულებით იზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსება, იზრდება შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება, როგორც უსინათლოების, ასევე შშმ ბავშვების“,- აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება