ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტის შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სწავლობენ სემეკის მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ რეგულაციებსა და წესებს.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მარეგულირებელი აუდიტის საკანონმდებლო ჩარჩოსა და მიზნებს, აუდიტის პროცესში ჩართული მხარეების პასუხისმგებლობებს, მიზანშეწონილი და არამიზანშეწონილი დანახარჯების შეფასების პრინციპებს, რეგულირებული ან არარეგულირებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აუდიტის წესებს, აუდიტის ანგარიშის მომზადებისა და მისი საჯაროობის სტანდარტებს.

„სასწავლო კურსი შემუშავებულია სემეკის პროფესიონალთა გუნდის მიერ და მიზმად ისახავს სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, იურისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას სატარიფო რეგულირებისა და მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს