ია მეტრეველი - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ოქრუაშვილს ბუტას საქმეზე მიუსაჯეს, ადეიშვილი კი რატომღაც გაამართლეს - იმედს ვიტოვებ, შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს და ასევე, დონაძეც, ყველა უბედურების „რეჟისორიც“ იქნება მიხედილი

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, „ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები“.

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების "რეჟისორიც" იქნება მიხედილი, კიდევ გაბედა და "აკაცუკების" აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ. მოვუწოდებ პროკურატურას, გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი”, - წერს ია მეტრეველი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025