ადვოკატი ბუტა რობაქიძის საქმეზე - ზურაბ ადეიშვილი საქმეში მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამართლდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, ქეთი ჩომახაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ადეიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო დადგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, თავად ადეიშვილთან სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ უსაუბრია.

„სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ზურა ადეიშვილი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამართლდა, ასე განმარტა მოსამართლემ. თავად ზურაბ ადეიშვილი სასამართლო პროცესში დისტანციურადაც ჩართულა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ მისაუბრია. ჩემი პოზიცია სასამართლოში დავაფიქსირე, სასამართლომ გაიზიარა ჩემი პოზიცია და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რაც ძალიან მიხარია, პირდაპირ გეტყვით“, - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ გენერალურ პროკურორ, ზურა ადეიშვილთან ერთად ბრალი წაყენებული ჰქონდა ყოფილ შს მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ორივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.

უფრო კონკრეტულად, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს