ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ ბელარუსთან საზღვარს ვადაზე ადრე ხსნის

ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ ბელარუსთან საზღვარს ვადაზე ადრე ხსნის, - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვლადისლავ კონდრატოვიჩის ცნობით, ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომლებიც ბელარუსიდან კონტრაბანდის გადამტანი საჰაერო ბუშტების ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეფრენის გამო 29 ოქტომბერს ერთი თვით დაიხურა, 20 ნოემბერს გაიხსნება.

კონდრატოვიჩის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები საჭირო აღარ არის.

ამასთან, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ აღნიშნა, რომ თუ საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებით ვითარება კვლავ გაუარესდება, მაშინ ლიეტუვა საზღვარს ისევ დახურავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს