სამართალდამცავებმა სოლიდარობის მარშის ერთ-ერთი მონაწილე, ქეთევან ხუსკივაძე დააკავეს

სამართალდამცავებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე.

მას სავარაუდოდ, პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

ამ წუთებში პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დააკავეს.

სოლიდარობის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყო, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსთაველის გამზირია. ისინი პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი