თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სოლიდარობის მარშის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, სოლიდარობის მარშის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

როგორც „პალიტრანიუსს“ მემანიშვილმა განუცხადა, მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა გზის გადაკეტვისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც გზის გადაკეტვის უფლება არ მიეცემათ.

„აქციის ერთი მონაწილეა დაკავებული, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება აქციის მონაწილეების რაოდენობას, არ არიან საკმარისი რაოდენობის იმისათვის, რომ გზაზე იმოძრაონ, შესაბამისად არიან ტროტუარზე. პრობლემა არ აქვთ გადაადგილების. გზაზე გადასვლის შესაძლებლობა მათ არცერთ შემთხვევაში არ მიეცემათ“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს