ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია - არჩევნების ჩატარებას ვგეგმავთ 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს კონსტიტუციითაა დადგენილი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ საჯაროდაც აღიარა, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

“ერთი რამ გააცნობიერეს, რაც ძალიან კარგია, - უკვე აღარც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, უფრო მეტიც, საჯაროდაც აღიარეს, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ხედავენ, როგორია არჩევნების შედეგები. ხვალ რომ ჩატარდეს, ერთ თვეში, ორ თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თეორიულად, ჩვენ ავიღებთ კონსტიტუციურ უმრავლესობას. ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რაც მათ არ აწყობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონაც აღიარებენ, რომ მათ ინტერესებში საერთოდ აღარ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამის მიუხედავად, სუბიექტური თეორიული ინტერესის მიუხედავად, კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს”,- განაცხადა პრემიერმა „იმედი ლაივის“ ეთერში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი