შსს - პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომელთაც ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ ადამიანს მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვეს და მიისაკუთრეს 50 000-მდე აშშ დოლარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. - ს, რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში - 50 000 -მდე აშშ დოლარის ოდენობით.

„პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება