„რიგი აუდიტორიაში“ „მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივი საღამო გაიმართა

18 ნოემბერს, „მკურნალი Community“-სა და „Medical Park“-ის ერთობლივ გამორჩეულ საღამოს „რიგი აუდიტორიამ“ უმასპინძლა, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კლინიკების ხელმძღვანელები, პროფესიონალი ექიმები და სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექსპერტები შეიკრიბნენ.

„მკურნალი Community“ უკვე 24 წელია ქმნის სივრცეს, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების. „მკურნალის“ ახალი სპეციალური ნომერი ეძღვნება სამედიცინო მენეჯმენტს - იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ პროცესს, ქმნიან გარემოს, სადაც ექიმი და პაციენტი ერთმანეთს ყველაზე ეფექტურად ხვდებიან.დღეს უკვე დროა ვიცნობდეთ მათ, ვის გამოც სისტემა ფუნქციონირებს გამართულად.

ღონისძიება გახსნეს თამთა ასათიანმა და თიკა ფაცაციამ. „ოჯახის მკურნალის“ ახალი ნომრის ყდაზე წარმოდგენილია დაკო ნესუაშვილი - საავადმყოფოების საერთაშორისო ქსელის „Medical Park“-ის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი. მისი პროფესიული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ექიმის პროფესიული გზა გადაიზარდოს სისტემურ გადაწყვეტილებებში, მენეჯმენტურ ხედვაში და რეალურ პროგრესში ჯანდაცვის სექტორში.

საღამოს ფარგლებში სცენიდან სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელმა და სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ნინო მუსერიძემ.

ორივე სპიკერმა სტუმრებს გაუზიარა პრაქტიკული ხედვა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეფექტური მენეჯმენტი კლინიკის ზრდაზე, პაციენტზე ორიენტირებული სერვისების ხარისხზე, ექიმების მოტივაციაზე და სისტემის გამართულობაზე.

ღონისძიება ასევე მოიცავდა ფურშეტსა და საზეიმო გათამაშებას. მთავარი პრიზი - სრული ჩექაფის პაკეტი სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკაში Medical Park (მგზავრობით, სასტუმროში განთავსებით, კვლევებითა და პირადი ასისტენტით) - სტუმრებს თავად დაკო ნესუაშვილმა გადასცა. სპეციალური საჩუქრები დააწესეს სააფთიაქო ქსელებმა „ავერსი“, „იმპექსი“, „პსპ“, ასევე ბრენდებმა „ბიოქსინი“, და „Uriage“.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის