BTU-ში შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდამჭერია ამერიკული ტექ კომპანია LINEATE

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ტექ ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

როგორც LINEATE-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი თორნიკე სულაბერიძე აღნიშნავს, ტექ ოლიმპიადების შექმნით საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

„საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინფორმატიკით, ჰაბი საშუალებას მისცემს მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრების შერჩევის პროცესში. ჩამოყალიბდება რამდენიმე გუნდი, მათ შორის — ქალთა ნაკრებიც. გადამზადების დასრულების შემდეგ კი მონაწილეები საქართველოს სახელით იასპარეზებენ სხვადასხვა საერთაშორისო ტექნოლოგიურ ოლიმპიადაზე,“ — განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI);
  • ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI);
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI);
  • საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO).

აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში.

„საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის შექმნის იდეა მიზნად ისახავს მიმართულების პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასა და გლობალურ ინტეგრაციას. ჩვენი მიზანია, რომ გავზარდოთ მათი შესაძლებლობები და ასევე იმ ოლიმპიელების რაოდენობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. უფრო დიდი შედეგებით დაბრუნებულს კი საქართველოში დავახვედროთ შესაძლებლობები, რომელსაც ტექნოლოგიების სფერო საერთაშორისო ბაზარზე იძლევა,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება