ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაარსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა მიმდინარე წელს წარმატებით განახორციელა ტრენინგ–კურსები: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“; „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, „მომხმარებელთა უფლებების დაცვა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორებში“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„შეხვედრისას კურსდამთავრებულებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ტრენინგებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა ენერგეტიკის რეგულირების სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებზე, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესზე, სატარიფო პოლიტიკასა და ენერგოსისტემის მუშაობის ძირითად პრინციპებზე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი განაგრძობს პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სფეროს სპეციალისტებისთვის აქტუალური თემების შესახებ ტრენინგების ჩატარებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს