თაზო დათუნაშვილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე - ამხანაგი დარახველიძე სპეციალურად ჩასვეს ამ შემადგენლობაში, ასეთი შეხვედრის ჩატარება არ უნდოდათ, უნდოდათ ის ჩაეშალათ - ეს იყო დემონსტრაციული აქტი

ამხანაგი დარახველიძე სპეციალურად ჩასვეს ამ შემადგენლობაში. ასეთი შეხვედრის ჩატარება არ უნდოდათ, უნდოდათ ის ჩაეშალათ, ეს იყო დემონსტრაციული აქტი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.

როგორც მან აღნიშნა, „ეს არის ჩვეულებრივი პროვინციული, ველური ნაბიჯი. არაადეკვატურობის კიდევ ერთი მწვერვალია, რომელსაც „ქართული ოცნება“ იპყრობს“.

„გუშინ, რამდენიმე სპიკერი თავისივე ინტელექტუალური ცვედანობის გამო, ფაქტობრივად, გამოტყდა იმაში, რომ ამხანაგი დარახველიძე სპეციალურად ჩასვეს ამ შემადგენლობაში სუვერენიტეტის დასამტკიცებლად. მაგრამ სინამდვილეში ჩასვეს იმიტომ, რომ საუბარი უნდა შემდგარიყო ადამიანის უფლებებზე, ასეთი შეხვედრის ჩატარება არ უნდოდათ, უნდოდათ ის ჩაეშალათ, ეს იყო დემონსტრაციული აქტი. ეს არის ჩვეულებრივი პროვინციული, ველური ნაბიჯი იმისთვის, რომ ბრიუსელს აჩვენონ რაღაც ძალა, სინამდვილეში, არაადეკვატურობის კიდევ ერთი მწვერვალია, რომელსაც „ქართული ოცნება“ იპყრობს. ამის ფონზე კიდევ ერთხელ განვმეორდები - არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ ჩვენი პარტნიორებიდან, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აჩვენებს, რომ ის არათუ პარტნიორია, არამედ მათი მტერია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება