ალექსანდრე დარახველიძე - ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს - სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ აკავებს შსს აქციაზე მოქალაქეებს, როდესაც ისინი საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილდებიან.

დარახველიძის მტკიცებით, ყველა მტკიცებულება გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში, სადაც, მისი თქმით, ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით თითოეული მტკიცებულება განიხილება.

„ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. შესაბამისად, ყველა ეს მასალა გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით განხილულ იქნება თითოეული მტკიცებულება. შესაბამისად, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ის არგუმენტები, რის გამოც დააკავეს თითოეული მათგანი”, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს.დაკავებულებიდან 5 ქალია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი