კაია კალასი - იმისთვის, რომ ნებისმიერმა გეგმამ იმუშაოს, უკრაინელებისა და ევროპელების მხარდაჭერაა საჭირო

იმისთვის, რომ ნებისმიერმა გეგმამ იმუშაოს, უკრაინელებისა და ევროპელების მხარდაჭერაა საჭირო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით აშშ-ის მიერ შემუშავებული „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ.

„ჩვენ, ევროპელები ყოველთვის მხარს ვუჭერთ ხანგრძლივ, მდგრად და სამართლიან მშვიდობას და ამის მისაღწევად ნებისმიერ ძალისხმევას მივესალმებით. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ნებისმიერმა გეგმამ იმუშაოს, უკრაინელებისა და ევროპელების მხარდაჭერაა საჭირო. ეს სრულიად ნათელია. უნდა გავიგოთ, რომ ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია და რუსეთის მხრიდან დათმობების შესახებ არ მოგვისმენია. რუსეთს მშვიდობა ნამდვილად რომ სურდეს, მაშინ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდა“, - განაცხადა კალასმა.

ასევე, მისი თქმით, „რამდენადაც იცის“, გეგმის შემუშავების პროცესში ევროპელი ოფიციალური პირები არ მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი