კახა კალაძე - ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, ვიზალიბერალიზაცია - ამ ტიპის ქმედებების მერე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ, გასაკვირი არ არის

ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, ვიზალიბერალიზაცია... ამ ტიპის ქმედებების მერე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ, გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან დიდი შემოტევები მიდის საქართველოს წინააღმდეგ.

„ვერ გეტყვით, რატომ გაუქმდა შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ძალიან დიდი შემოტევები მიდის საქართველოს წინააღმდეგ, მუქარები. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ვიდრე არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი საფრთხეები არსებობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. განცხადებებს თუ ვნახავთ, ყველა მათი განცხადება ტყუილით არის გაჯერებული. ყოველთვის შანტაჟი, მუქარა! ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ. შემდეგ მოლაპარაკების გახსნა-არ გახსნა, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია. ამ ტიპის ქმედებების ფონზე, დანიშნულ შეხვედრას რომ აუქმებენ გასაკვირი არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს