ალექსანდრე დარახველიძე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრზე - არასწორია, თითქოს, ეს არის ციხის მსგავსი დაწესებულება - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში აქტიურად გამოიყენება, გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება - პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დარახველიძის აზრით, მექანიზმი პრაქტიკაში, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და მოგვარდება ის წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა, როცა მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტიანი მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ.

„სხვა ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი და სხვა, აქტიურად გამოიყენება ასეთი მოდელი. საუბარია იმ მდგომარეობაზე, როცა 14 წელს მიუღწეველმა ბავშვმა ჩაიდინა დანაშაული და მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებით სხვა ღონისძიებები არ არის ეფექტური და სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია მასზე განხორციელდეს ეფექტური ზრუნვა და სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ამ ბავშვზე ზრუნვა. შესაბამისად, ეს მექანიზმი პრაქტიკაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და მოგვცემს საშუალებას, რომ ის [მოგვარდეს] წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა, როცა მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტური მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ. შესაბამისად, ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!