ალექსანდრე დარახველიძე მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე - ის, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, მტკნარი სიცრუეა - ყველა ადამიანი, ჩადენილი ქმედებისთვის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აგებს პასუხს, რაც საქმეშია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძე „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებ ბრალდებებს, რომ ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ვინმე ვინმეს მფარველობს“.

მისი თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებებზე პასუხს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აგებს.

„აღნიშნულ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება, არაერთი პირია დაკავებული შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება. შესაბამისად, შსს და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა თითოეულმა პირმა კანონის წინაშე აგოს პასუხი.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, ეს არის მტკნარი სიცრუე. ყველა ადამიანი მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აგებს პასუხს, რაც საქმეშია”, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მასწავლებელს გიგა ავალიანს თავს 1-ელ ოქტომბერს დაესხნენ, რის შედეგად მიღებული დაზიანებებითაც ის კლინიკაში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე ორი პირი ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეა დაკავებული.

გაბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რიკაძეს კი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი