არჩილ გორდულაძე - გარედან თავს მოხვევით მოგვიწია, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავსულიყავით და ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებისთვისაც კი მოგვეწერა ხელი - ახლა გვაქვს შესაძლებლობა, კონსტიტუციის ჩარჩოებში დავბრუნდეთ

გარედან თავს მოხვევით, გარედან ორგანიზებული და ანგაჟირებული პროტესტის შედეგად მოგვიწია, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავსულიყავით და ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებისთვისაც კი მოგვეწერა ხელი, რაც კონსტიტუციიდან გადახვევა იყო - ახლა გვაქვს შესაძლებლობა იმისა, კონსტიტუციის ჩარჩოებში დავბრუნდეთ! - ამ არგუმენტით ახსნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო უქმდება და მათი ფუნქციები აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში გადადის.

არჩილ გორდულაძის შეფასებით, აღნიშნული უწყებების შექმნა კონსტიტუციური ჩარჩოდან გადახვევა იყო.

„კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრულია ხელისუფლების დანაწილების შტოები, მაგრამ გარედან მიღებული „რჩევებისა“ და „რეკომენდაციების“ შედეგად გვაქვს მოცემულობა, როცა ცალკე იქნა გამოყოფილი ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რეალურად საჯარო მოხელეების დეკლარაციების კონტროლის ფუნქცია აქვს.

კორუფციასთან ბრძოლა, პირველ რიგში, პრევენციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამავდროულად, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა ფლანგზე დგას მთავრობა, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, აუდიტის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი.

თუ გარედან მიღებულ რჩევებს დავუჯერებდით, ამ ორგანოების ფუნქციებიც ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა გადასცემოდა, რაც არ მოხდა“, - განაცხადა გორდულაძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!