მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი ირინა გორდელაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ წელს უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება BARTA-ს კონკურსში

მსოფლიო ბანკის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, BARTA-მ მიაღწია სიმწიფეს და მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება წელს იყო, რომ გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანი როლი მიენიჭოს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, პარტნიორებს, მფლობელებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უფროსმა კონსულტანტმა მართვის საკითხებში ირინა გორდელაძე, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსის მიმდინარე პროცესებსა და 2025 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, როგორც ირინა გორდელაძემ აღნიშნა, 31 ოქტომბრის ნაცვლად იქნება 30 ნოემბერი ბოლო განაცხადის მიღებისთვის.

"მოლოდინი გვაქვს, რომ წელს უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება კონკურსში. წინა წლებთან შედარების შეიცვალა თარიღი - უფრო მეტი დრო მივეცით წელს კომპანიებს, რადგან რაღაც განსხვავებული გვჭირდება. 31 ოქტომბრის ნაცვლად იქნება 30 ნოემბერი ბოლო განაცხადის მიღებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მეტი კომპანია შემოიტანს განაცხადს,"- განაცხადა მან.

რაც შეეხება ნომინაციებს, გორდელაძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს კონკურსში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება. უცვლელად რჩება „საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის“ ნომინაციაც, რომელიც ახალ მონაწილეებს პირველივე წელს მაღალი ანგარიშგების სტანდარტის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

ასევე, კონკურსი კვლავ შეაფასებს კომპანიებს სამ კატეგორიაში: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიები. თითოეულ კატეგორიაში გაიცემა მთავარი პრიზი, საპატიო ჯილდო და საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების სპეციალური პრიზი.

“ჩვენ გვაქვს კლასიკური ნომინაციები სამ კატეგორიაში - მსხვილი ფინანსური კომპანიები; მსხვილი არაფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიების ნომინაციების კატეგორიები. ამ სამ კატეგორიაში გაიცემა პრიზები, როგორც საუკეთესო გამარჯვებულისთვის, ასევე საპატიო ჯილდო გაიცემა იგივე ნომინაციებში და საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების პრიზი,“ - აღნიშნა მან.

ბიზნესასოციაციის ცნობით, BARTA 2025 მზადების ეტაპზეა და კონკურსის ძირითადი პრინციპები უცვლელია. კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირად ითვლება. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 2026 წლის თებერვალში საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს