კირ სტარმერი - უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერწინადადებას უკრაინის თანხმობა უნდა ჰქონდეს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„ალბათ, ნახეთ უკრაინის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რაც მათ პოზიციას აბსოლუტურად ნათელს ხდის. უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომლის ნახვაც ყველას გვსურს“, - აღნიშნა სტარმერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა პრინციპული საფუძვლები დახაზა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ გეგმის პუნქტებზე მუშაობაზე ისე, რომ ამან ომის ღირსეული დასასრული მოიტანოს. უკრაინა რუსული შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა შინაარსიან წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომლებსაც ნამდვილი მშვიდობის მოტანა შეუძლია“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება