გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე - ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია - ჩვენი მიწა არ იყიდება

უკრაინა მზადაა კონსტრუქციულად ჩაერთოს სამშვიდობო გეგმაში, რომლის პროექტიც მან ამერიკული მხრიდან მიიღო, თუმცა მასში მკაფიო „წითელი ხაზები“ გამოიკვეთა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა გაიოვიშინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე, ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია. არასდროს ვაღიარებთ - არც ოფიციალურად და არც სხვაგვარად - უკრაინის ტერიტორიას, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც რუსეთის ტერიტორიას. ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დათანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების ზომისა და შესაძლებლობების რაიმე შეზღუდვას. ჩვენ ასევე არ შევეგუებით ჩვენი სუვერენიტეტის რაიმე დარღვევას, მათ შორის ჩვენი სუვერენული უფლების, ავირჩიოთ ის ალიანსები, რომლებში გაწევრიანებაც გვსურს“, - აღნიშნა კრისტინა გაიოვიშინმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ნამდვილი სამშვიდობო პროცესი უნდა იცავდეს ფუნდამენტურ პრინციპს: არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე.

ამასთან, დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ კრემლის რეჟიმი არ გაჩერდება, თუ მას ურყევი და შეთანხმებული ზეწოლით არ შეაჩერებენ და თუ რუსეთს ახლავე არ შევაჩერებენ, მისი აგრესია უკრაინით არ შემოიფარგლება.

კრისტინა გაიოვიშინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის მოწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი, მიიღოს რეზოლუცია სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, რაც, მისი თქმით, აუცილებელი წინაპირობაა კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებისა და დიპლომატიისთვის სივრცის შესაქმნელად.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ