კახა კალაძე - EPP-ის ყველა განცხადება სიცრუითაა გაჯერებული, პირდაპირ ამბობენ: „ვეძებთ შავ ხვრელებს, რათა გადატრიალება დავაფინანსოთ“ - არაფორმალური მმართველობაა მსოფლიოში გაბატონებული და არ ისვენებს ეს ხალხი

EPP-ის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით არის გაჯერებული - პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს, რათა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები დავაფინანსოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „EPP ბრიუსელს საქართველოში არსებულ რთულ ვითარებაზე აწვდის ინფორმაციას“.

კალაძის თქმით, EPP-ის მიზანია, რომ „საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს, რომელიც ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“.

„მათ (EPP) მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიძულვილით, ტყუილითა და სიცრუით არის გაჯერებული. არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ თუ დავაკვირდებით მიღებულ რეზოლუციებს, გაკეთებულ განცხადებებს, არანაირი სიმართლის ნაპერწკალი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიძულვილი, სიცრუე, მოძალადეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ „ვეძებთ გზებს, შავ ხვრელებს ვეძებთ იმისთვის, რომ დავაფინანსოთ სახელმწიფო გადატრიალებები ქვეყანაში“. წარმოუდგენელია. ჩვენ ხომ ვიცით, ეს არაფორმალური მმართველობა, რომელიც მსოფლიოშია გაბატონებული და პრეტენზია აქვს, რომ მთელი მსოფლიო მართოს. არ ისვენებს ეს ხალხი, ეს ადამიანები. მათი მთავარი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს, წაახალისოს ეს ძალადობრივი ჯგუფები, მოძალადეები და საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის არასწორი ინფორმაცია გავრცელოს, რომელიც ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი