„სილქნეტის“ მხარდაჭერით, წინანდალში მოდერნისტი მხატვრის, ვარლას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

„ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი"... – ეს სიტყვები დიდ ქართველ მხატვარს, ფელიქს ვარლამიშვილს ეკუთვნის, რომელსაც მსოფლიო "ვარლას" სახელით იცნობს.

წარმოშობით ქართველმა, ცხოვრების უმეტესი წლები ემიგრაციაში გაატარა. მისმა შემოქმედებამ შეითვისა ერთდროულად აღმოსავლური და დასავლური ხედვა და ღირებულებები. მხატვარი მრავალფეროვან თემატიკას ეხებოდა, თუმცა მის ყოფით სცენებშიც კი, მისტიკა და რიტუალური ატმოსფერო იკითხება. კომპოზიციების უმეტესობა ახლოს დგას ორივე კულტურასთან. ხშირია აღმოსავლური მინიატურების გავლენა და დასავლურ არტ-თან თამამი შერწყმა. ხატვის უნიკალური მანერით, რომელიც რეალისტურ და სიურეალისტურ ზღვარზე გადის, ვარლას ხელოვნება ადამიანის და სამყაროს თანაცხოვრებაზეა.

ვარლას გამოფენა წინანდალში 22 ნოემბერს 15:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ოცამდე ნამუშევარს კერძო კოლექციიდან “ბაია გალერეა” წარადგენს. წინანდლის მამულის სტუმრებს საშუალება ექნებათ 30 დეკემბრის ჩათვლით ახლოს გაეცნონ ქართველი მოდერნისტის შემოქმედებას, რომელმაც სამშობლოსგან შორს მიაღწია უდიდეს აღიარებას. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ამავე ანდერძით გადმოეცა მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები საქართველოს.

სილქნეტის მხარდაჭერით, რომელიც წინანდლის საგამოფენო სერიების ტრადიციული წარმდგენია, არაერთი მხატვრის შემოქმედებას გაეცნენ ისტორიული მამულის ვიზიტორები. წინანდლის საგამოფენო ღონისძიებების მასპინძელია „სილქ-ჰოსფითალითი“.

გასულ სეზონზე აქ აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის და გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის ვერნისაჟი გაიმართა. წელს საგამოფენო სეზონი ლია ბაგრატიონის ინსტალაციებით გაიხსნა. წინანდლის ფესტივალის მიმდინარეობისას კი, საგამოფენო დარბაზი ავანგარდი სცენოგრაფის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო. სილქნეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტები ქვეყანაში განათლებისა და კულტურის ხელმისაწვდომობას ზრდის.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება